საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ.
„ძალიან ეჭვი მეპარება თქვენს ობიექტურობაში. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ თუ ვერ ნახეთ მოქალაქეების მხრიდან აგრესია, ძალიან სამწუხაროა.
უფრო მეტ ფოტოს განახებთ, სადაც არაერთ პოლიციის თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს. გარდა ამისა, პოლიციელებს წვავდნენ და რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ მანახებთ, თუ მოქალაქეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ეს არც პოლიციელს და არც ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს. სამწუხაროდ, როდესაც საპოლიციო ძალები აღკვეთენ სამართალდარღვევებს შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება. თუ რაიმე გადაცდომა არის, ამ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც იღებენ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.