LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად გავუგეთ ერთმანეთს და არის საკითხები, რომლებსაც პრეზიდენტი ნამდვილად სწორად აფასებს – ჩემი რჩევა იყო, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს: ნინო ლომჯარია

59
ნინო ლომჯარია - ფორტუნა

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად გავუგეთ ერთმანეთს და არის საკითხები, რომლებსაც პრეზიდენტი ნამდვილად სწორად აფასებს – ჩემი რჩევა იყო, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს“, – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც მან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა. როგორც ლომჯარია განმარტავს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტის პოზიციონირებას, ამიტომ პრეზიდენტს საზოგადოებასთან უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ერთი ერთზე, ვისაუბრეთ და ჩვენ გვქონდა საკმაოდ ღია, გულწრფელი საუბარი. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ პრეზიდენტის განწყობებზე და მის განცხადებებზე, ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა ჩემი მხრიდან იყო დაყენებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი არის შეწუხებული ყველა იმ საკითხზე, რაზეც გვქონდა საუბარი.

მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც, ნამდვილად, სწორად აფასებს. ასევე, მასთან საუბარში აღვნიშნე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ალბათ, როგორც არასდროს, პრეზიდენტის პოზიციონირებას და ასევე, ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მით უმეტეს ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების დაცვას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

magti 5g