როდის არის ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაში – ამ საკითხზე ქოუჩი მარიკა ხალიანი საუბრობს თიკო სადუნიშვილის გადაცემაში „ახალი თინა“.
„„უნდები“ საკუთარ თავს ისევ გვაკარგვინებს – სადაც „უნდა“ შემოდის, იქ არ ვარ გულწრფელი და არ ვარ ჩემს თავთან.
მგონია, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ საკუთარ თავთან იმდენად კომფორტში ხარ, საკუთარი თავი შენი ყველაზე ძვირფასი მეგობარი ხდება, ამიტომ როდესაც საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხარ და როდესაც ის საჭიროებები და დანაკლისი, რომელსაც მანამდე განიცდიდი, შეგიძლია თავად მისცე საკუთარ თავს, უკვე თვითკმარობის პერიოდში გადადიხარ და ბედნიერების ხარისხი უფრო მეტად იზრდება.
რა თქმა უნდა, არის ისეთი პერიოდები, როდესაც ბედნიერები არ ვართ – დღევანდელ ყოფაში სულ ბედნიერი ვერ იქნები – მაგრამ ცხოვრების ხარისხი გაცილებით უკეთესი ხდება იმიტომ, რომ საკუთარ თავთან უფრო მეტად ჰარმონიაში ვართ“, – ამბობს მარიკა ხალიანი.
“გარკვეული ასაკის შემდეგ, საკუთარი თავი ხდება შენი ყველაზე ძვირფასი მეგობარი”, – მარიკა ხალიანი.
“გარკვეული ასაკის შემდეგ, საკუთარი თავი ხდება შენი ყველაზე ძვირფასი მეგობარი”, – მარიკა ხალიანი.
Posted by Akhali Tina / ახალი თინა on Wednesday, May 10, 2023