LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გართობიდან მომავლის პროფესიამდე: როგორ ვაქციოთ გაჯეტებთან გატარებული დრო შემოქმედებად? – ფსიქოლოგ მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაციები

683
Skillwill

თანამედროვე მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი საწუხარი ბავშვების ტექნიკასთან ჭარბი ურთიერთობაა. თუმცა ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არა აკრძალვაში, არამედ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის ფორმის შეცვლაშია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ გაჯეტი მხოლოდ სათამაშო კი არა, შემოქმედების იარაღია.

ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, ტექნიკასთან ურთიერთობას სხვა კუთხით შეხედონ:

„დღევანდელ დღეს ხშირად მოგვისმენია, რომ ვწუხვართ და განვიცდით, რომ დღევანდელი ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ ტექნიკასთან. Skillwill-ისა და Steamit-ის „გენიოსთა კლუბი” საშუალებას იძლევა, გავიაზროთ, რომ ტექნიკასთან ურთიერთობა შეიძლება შემოქმედებითიც იყოს. ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, იურთიერთონ ტექნიკასთან სწორად. თავად შექმნან საინტერესო შესაძლებლობები, რაც მათ განვითარებას, პროფესიულ აზროვნებას შეუწყობს ხელს სამომავლოდ. ტექნიკასთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ გართობა, ეს შეიძლება იყოს მომავლის პროფესიაც.“

მზიკო დალაქიშვილი განმარტავს, რომ როდესაც ბავშვი ტექნოლოგიების მომხმარებლიდან მათ შემქმნელად იქცევა, ეს მის ანალიტიკურ აზროვნებაზე აისახება. პროცესი, სადაც მოზარდი თავად ქმნის პროგრამას ან რობოტს, მას პრობლემების გადაჭრის გზებს ასწავლის:

„ბავშვები სწავლობენ პროცესითვე პრობლემებთან გამკლავების სხვადასხვა გზას საკუთარივე აზროვნების, ანალიზისა და ფიქრის საფუძველზე. იდეის განხორციელების პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრაც გარდაუვალია.“

სწორედ ამ მიზანს ემსახურება Skillwill-ისა და Steamit-ის „გენიოსების კლუბი“, სადაც 7-დან 14 წლამდე მოზარდები პროგრამირებას, რობოტიკასა და ინჟინერიას ეუფლებიან. აქ ბავშვები სწავლობენ, როგორ აქციონ ფანტაზია რეალობად და როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები საკუთარი ნიჭის გამოსავლენად.

„გენიოსების კლუბში“ მიღება უკვე დაწყებულია. მშობლებსა და ბავშვებს, რომელთაც სურთ პირადად ნახონ, როგორ შეიძლება ტექნიკასთან ურთიერთობა პროფესიულ წინსვლად იქცეს, კლუბი 25 იანვარს ღია გაკვეთილზე ეპატიჟება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g