”YOLO lounge/Bar“ მისულ სტუმრებს გართობისთვის საუკეთესო გარემოს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას კლუბის პიარ-მენეჯერმა, მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა განაცხადა, ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც სურს მეგობრებთან ერთად საუკეთესო დროის გატარება.
მისივე თქმით, კლუბში საუკეთესო გარემოს გარდა, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, რომელთა ფასიც ყველასთვის მისაღებია.
ამას გარდა, ”YOLO lounge/Bar“-ში სასმელების დიდი არჩევანია, მისულ სტუმრებს აქვს საშუალება მიირთვან: ღვინო, ვისკი, კონიაკი, არაყი და რაც მთავარია კოქტეილი.
პიარ-მენეჯერის თქმით, ”YOLO lounge/Bar“-ში პარასკევს, შაბათსა და კვირას სპეციალურად მოწვეული ცნობილი მომღერლები და ბენდები არიან, რომლებიც კიდევ უფრო აგიმაღლებენ განწყობას, ხოლო დანარჩენ დღეებში კარაოკეებია.
რაც შეეხება 28 იანვარს, შაბათ დღეს, სტუმრებს საშუალება აქვთ მოუსმინონ ქართველ მომღერალს აჩი ფურცელაძეს.
ვერიკო ტურაშვილის თქმით, მალე ”YOLO lounge/Bar“-ი მოზარდებს მისცემს შესაძლებლობას დაბადების დღეები გადაიხადონ.
”YOLO lounge/Bar“-ის მისამართია: მარჯვენა სანაპირო, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.