LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაგებია, რომ საწოლფონდი ამოუწურავი არ არის, თუმცა აქამდე არ უნდა მივსულიყავით: სერგო ჩიხლაძე

54
სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „გასაგებია, რომ საწოლფონდი ამოუწურავი არ არის, თუმცა აქამდე არ უნდა მივსულიყავით“. მისივე თქმით, მაშინ როდესაც საველე ჰოსპიტლების მობილიზებაზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალის მობილიზებაც მოხდეს, რადგან ამდენი პერსონალი არ გვყავს, რომელთაც პაციენტების მოვლა შეეძლებათ.

როცა უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი: მარინა ენდელაძე

„სტაბილურად დღეში კორონავირუსით ინფიცირების 5 000 შემთხვევაზე მეტია, ეს, რა თქმა უნდა, მზარდი და საგანგაშო სტატისტიკაა. საწოლფონდი გასაგებია, რომ ამოუწურავი არ არის, თუმცა აქამდე არ უნდა მივსულიყავით. ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, არის აქტიური ვაქცინაცია, რომლისგანაც ამ წუთას ვერ ვნახავთ შედეგს, მაგრამ თვეების შემდეგ მივიღებთ. მეორე რაც უნდა გავაკეთოთ, სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური მობილიზება, გადანაწილება, მათი წვრთნა და აღჭურვაა, რადგან ე.წ. საველე ჰოსპიტლები რომც მოვაწყოთ, პერსონალი არ გვყავს, რომელიც დასაქმდება და პაციენტებს მოუვლის, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი პირველი ამოცანა სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.