LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასართობ-შემეცნებით ღონისძიებები “ვენდისგან” თქვენი ბავშვებისათვის

115

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ საკვირაო სკოლა„რებუსთან“ ერთად ბავშვებისათვის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს იწყებს და ყოველ შაბათ-კვირას „ვენდის“ ხუთ რესტორანში თბილისში, ვაკეში. რუსთაველზე, საბურთალოზე, 26 მაისის მოედანზე და გლდანის პარკთან  ბავშვებს სახალისო და საინტერესო დროის გატარებას ჰპირდება უფასოდ.

როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, ღონისძიებების ფარგლებში ბავშვები დაეუფლებიან სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადების  ხელოვნებას, დახატავენ, გამოძერწავენ, დაამზადებენ ინსტალაციებს,მოზაიკას და ა.შ. Art Time „ვენდისში“ საინტერესო და მრავალფეროვანი ღია გაკვეთილებია, რომელიც ბავშვთა სწორ განვითარებას და პოზიტიური ემოციებით დატვირთვას ისახავს მიზნად.

„ამ პროექტის პრეზენტაციისთვის  დიდი ხანი ვემზადებოდით. “ვენდის“ გოგონებმა მასტერკლასები საკვირაო სკოლა „რებუსის” პროფესიონალი ინტსტრუქტორების დახმარებით გაიარეს და მრავალი კუთხით დახელოვდნენ, შესაბამისად, ყოველ შაბთ-კვირას “ვენდის“ თბილისის ხუთ რესტორანში ბავშვებისათვის დროის კიდევ უფრო საინტერესოდ გატარებას უზრუნველვყოფთ და მშობლებს კი ვპირდებით, რომ ვიზრუნებთ მათი ბავშვების სწორ განვითარებასზე ყოეელგვარი გადასახადის გარეშე. ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვაზიარებთხელოვნებას, რაც მათ ფანტაზიის გამრავალფეროვნების და  გარემოსპოზიტიური აღქმის კუთხით მნიშვნელოვნად დაეხმარება,“ – განაცხადა „ვენდის“ მარკეტინგის დირექტორმა  სოფო ჩოგოვაძემ.

Art Time „ვენდის“ შემდეგ რესტორნებში აღნიშნულ საათებში გაიმართება: რუსთაველის „ვენდი“ –  13:00-15:00 სთ. , 26 მაისი მოედნის რესტორანი – 13:00-15:00 სთ. გლდანის პარკთან „ვენდი“ –  13:00-15:00 სთ, ვაკის „ვენდი“ – 16:00-18:00 სთ, ხოლო საბურთალოზე 16:00-18:00 სთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g