მომღერალ ნათია თოდუასა და მისი ქმრის დავით ზურაბაშვილის ქორწილის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. წყვილმა ქორწილში გაიგო მომავალი შვილის სქესი.
უამრავი გასართობი თამაშის და პერფორმანსის წყალობით ქორწილში მყოფმა სტუმრებმა დრო ბედნიერად და ხალისიანად გაატარეს.
ვიდეო: მეუღლის დაუვიწყარი პერფორმანსი პატარძალს – ვიდეო ნათია თოდუას ქორწილიდან
ქორწილში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი, ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი, ასევე, ბერლინში მცხოვრები სამხრეთ კორეელი სოპრანო, პოეტი, მსახიობი, წამყვანი და მხატვარი მუნ სუკი და სხვა სტუმრები, რომლებიც საკუთარ Instagram გვერდებზე „სთორებსა“ და ფოტოებს გვიზიარებენ.
ვიდეოები: ანანო სახელაშვილი