LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გასაყიდი ფასი 18.5%-ით, ხოლო ქირა 42.8%-ით გაიზრდება” – თბილისი რომელ უბნებში გაძვირდა ბინები ყველაზე მეტად

219
თბილისი 2

“თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის იანვარში გაყიდული ბინების რაოდენობა წინა თვის მაჩვენებელს 26%-ით ჩამორჩა, წლიურ ჭრილში ის 17%-ით გაიზარდა.

გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, იანვარში ბაზრის დაბალი აქტივობა დეკემბერთან შედარებით სეზონური ფაქტორებით აიხსნება. სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი იანვარში თვიურ ჭრილში 14%-ით გაიზარდა.

“საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო (+2.7% თ/თ) და 1,103 დოლარს გაუტოლდა. გასაყიდი ფასი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. ტრანზაქციების და ფასის ზრდის ფონზე, ბაზრის ზომა წლიურად 54%-ით გაიზარდა და 210 მლნ დოლარი შეადგინა.

სად ღირს ბინა ყველაზე ძვირი - თბილისში ახალაშენებული ბინები გაძვირდა

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა.

მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ქირის შემთხვევაშიც, წლიურ ჭრილში ქირის ფასი გაიზარდა 119%-ით (+3.3% თ/თ). უძრავი ქონების ამონაგებიც (კაპიტალიზაცია) კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება (12%) და ეროვნულ ვალუტაში არსებულ გრძელვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს მცირედით ჩამორჩება.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 18.5%-ით, ხოლო ქირა 42.8%-ით გაიზრდება. ასეთი მაღალი ზრდა მეტწილად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 3.9%-ით, ქირის ფასი კი 1%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით”, – აღნიშნულია “თიბისი კაპიტალის” კვლევაში.

კვლევის მიხედვით, გასაყიდი ფასის ყველაზე მაღალი ზრდით თბილისში სამი უბანი გამოირჩეოდა: ჩუღურეთი – 32%-იანი ზრდა, საბურთალო – 31%-იანი ზრდა, ვაკე – 29%-იანი ზრდა.

ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 76%-ით, ფასი კი 34%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

ბათუმში 2023 წლის იანვარში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 339%-ით გაიზარდა.

მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის იანვარში 550 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. ძველი ბინების გაყიდვის ზრდამ 2022 წლის იანვართან შედარებით, დაახლოებით 19% შეადგინა. შედეგად, 2023 წლის იანვარში ახალი ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 19% შეადგინა.

“2023 წლის იანვარში, ტრანზაქციების დინამიკასთან თანხვედრაში იყო ძველი და ახალი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასის ცვლილებაც, რომელიც უფრო მაღალი იყო ძველი ბინების შემთხვევაში (+2.6% თ/თ vs -0.2% თ/თ).

2023 წლის იანვარში გაყიდული ბინების უმეტესობა (74%) არის 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი (42%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია და მხოლოდ 5% აღემატება 125 კვ.მ-ს. მსგავსი სურათი შეინიშნება 2022 წლის იანვარსა და დეკემბერში.

რაც შეეხება საფასო კატეგორიებს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით აღსანიშნავია მაღალფასიანი ბინების გაყიდვების მატება. 1500$ კვ.მ-ზე ფასის მქონე ბინების წილი 7 პპ-ით გაიზარდა, რაც ბაზარზე გასაყიდი ფასის ზრდით აიხსნება.

2023 წლის იანვარში, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების მიხედვით თბილისის უბნებში, საბურთალო პირველ ადგილს იკავებს, სადაც ყველაზე მეტი ტრანზაქცია ფიქსირდება, განსაკუთრებით ძველი ბინების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ დიდი დიღომი გამოირჩევა ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი დონით (192 ბინა). ორივე უბანში ძველი ბინების გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (+38% და +35% წ/წ), თუმცა ახალი ბინების შემთხვევაში გაყიდვები შემცირდა (-44% და -3% წ/წ).

2022 წლის იანვართან შედარებით ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ნაძალადევში (+136%), დიდუბეში (+73%), გლდანში (+41%) და ისანში (+41%).

თბილისში ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასებით მთაწმინდა და ვაკე გამოირჩევა, სადაც საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1700 დოლარს აჭარბებს. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყველა უბანში შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება”, – წერს “თიბისი კაპიტალი”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g