LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაშორდა თუ არა ცოლს რეზო გიგინეიშვილი – რეჟისორის პირველი კომენტარი

67

ერთ-ერთმა ქართულმა ინტერენეტსაიტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეზო გიგინეიშვილი მეორე ცოლს, ნიკიტა მიხალკოვის შვილს, ნადია მიხალკოვას დაშორდა. ადრე ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ცნობილი რუსი რეჟისორი სიძედ გიგინეიშვილის მიღების წინააღმდეგი იყო, თუმცა საბოლოოდ, ყინული გადნა და სიძე-სიმამრს შორის ურთიერთობა დალაგდა. ქორწილი წყვილმა საქართველოში გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი პოლიტიკური თუ შოუბიზნესური სახე ესწრებოდა.

2012 წელს რეზო და ნადია რუსეთში წლის წყვილად აღიარეს.

რეზომ საქართველოში გადაიღო ფილმი „სიყვარული აქცენტით“, სადაც თავისი მეუღლეც ათამაშა.

ახლა რეზო ისევ საქართველოშია. იღებს ახალ ფილმს, რომელზე საუბარი ჯერ არ სურს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის „თვითმფრინავის ბიჭებზე“ იქნება და „მძევლები“ ერქმევა.

რაც შეეხება ცოლთან დაშორების თემას, რეზოს დავუკავშირდით ამ ამბის გადასამოწმებლად და გვიპასუხა:

„რას ამბობთ, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ნადია ორი დღის წინ იყო საქართველოში, ფილმის გადაღებებზე, ჩემთან. ცოლს არ გავშორებივარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g