ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის შვილს, დამწყებ მსახიობს – გიორგი ნავერიანს, რომელიც 17 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
გიორგი ნავერიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი და მას ემოციური სტატუსით ემშვიდობება:
„გასკდა გული. როგორ მიყვარს ეს კარგი ბიჭი. ვერასოდეს მოგინელებთ ვერავინ, გიო. ღმერთო, რატომ, რისთვის, არა!!! არ მჯერა!!! ჩვენი კეთილი, ოქრო გიო“, – წერს მანანა აბრამიშვილი სოციალურ ქსელში.
გასკდა გული💔😭😭😭😭😭როგორ მიყვარს ეს კარგი ბიჭი😭💔🙏ვერასოდეს მოგინელებთ ვერავინ გიო😭😭😭💔ღმერთოო რატომ😭რისთვის😭არაა!!! არ მჯერაა!!! ჩვენი კეთილი ოქრო გიო😭😭
Posted by Mananiko Nane Abramishvili on სამშაბათი, 25 ნოემბერი, 2025
