LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გასულ თვეს, ე.წ. ქუჩის მეტადონით ზედოზირების შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა“ – სათემო ორგანიზაცია „მანდალა“ მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

131
ქუჩის ნარკოტიკები

სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ინფორმაციით, გასულ თვეს, ე.წ. ქუჩის მეტადონით ზედოზირების შემთხვევები, საგრძნობად გახშირდა.

„მანდალა“ მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რჩევებს აძლევს:

„უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ: ქუჩის მეტადონი თეთრი კრისტალური ფორმისაა და ვიზუალურად ბევრ სხვა ნივთიერებას ჰგავს, რის გამოც მარტივია შეცდომაში შესვლა და მისი გაუაზრებლად მიღება.

„სიკვდილის თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია“ – მომაკვდინებელი ნარკოტიკები ბაზარზე და კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

რა არის ფენტალინი; რამდენად საშიშია მისი მოხმარება და რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით – აღნიშნულ თემებზე  „ფორტუნასთან“ სამედიცინო სფეროსა და დარგში მომუშავე სპეციალისტებმა ისაუბრეს.

ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, სინამდვილეში მეტადონი ძლიერი ოპიოიდია, რომლის არამომხმარებლის ორგანიზმში შეღწევამ მაღალი რისკია გამოიწვიოს ზედოზირებით სიკვდილი!“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რჩევები მოქალაქეებს:

  • ყოველთვის თან იქონიეთ ნალოქსონი (იგივე ნარკანი), რომელსაც ოპიოიდური ზედოზირებისას თქვენი ან სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
  • რ მოიხმაროთ არანაირი სუბსტანცია დატესტვის გარეშე, მიუხედავად წყაროს სანდოობისა;
  • არ მიიღოთ სუბსტაცია მარტომ, იმ შემთხვევისთვის, თუ შეუძლოდ გახდით;
  • არ დააყოვნოთ სასწრაფოს გამოძახება თუ ეჭვი გაქვთ ზედოზირებაზე

ოპიოიდებური ზედოზირების ნიშნები:

  • შენელებული ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება
  • პულსის შესუსტება
  • თვალის ძლიერ შევიწროებული გუგები
  • ტუჩებისა და თითების გალურჯება
  • კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე
  • მოძრაობების შენელება
  • ცნობიერების დაბინდვა
  • არაბუნებრივად ღრმა ძილი
  • უსიცოცხლოდ მოდუნებული კიდურები
  • გულისრევა და ღებინება
  • გონების დაკარგვა

‼️ გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. “ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები, რის გამოც გვინდა მოგიწოდოთ…

Posted by მანდალა • Mandala on Wednesday 19 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g