გასული წლის განმავლობაში, საქართველოში „კუჭის დაპატარავების“ [ბარიატრიული ოპერაცია] 1073 ოპერაცია ჩატარდა – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 1073 ოპერაციიდან 813 ქალს, 260 კი მამაკაცს ჩაუტარდა.
ბარიატრიული ოპერაციის მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ასე გამოიყურება:
„15-19 ასაკობრივ კატეგორიაში 4 კაცი, 19 ქალი;
20-24 ასაკობრივ კატეგორიაში 17 კაცი, 74 ქალი;
25-29 ასაკობრივ კატეგორიაში 28 კაცი, 115 ქალი;
30-34 ასაკობრივ კატეგორიაში 28 კაცი, 123 ქალი;
35-39 ასაკობრივ კატეგორიაში 41 კაცი, 145 ქალი;
40-44 ასაკობრივ კატეგორიაში 52 კაცი, 106 ქალი;
45-49 ასაკობრივ კატეგორიაში 39 კაცი, 85 ქალი;
50-54 ასაკობრივ კატეგორიაში 20 კაცი, 67 ქალი;
55-59 ასაკობრივ კატეგორიაში 18 კაცი, 44 ქალი;
60-64 ასაკობრივ კატეგორიაში 11 კაცი, 27 ქალი;
65-69 ასაკობრივ კატეგორიაში 1 კაცი, 6 ქალი;
70-74 ასაკობრივ კატეგორიაში 1 კაცი, 1 ქალი;
75-79 ასაკობრივ კატეგორიაში1 კაცი, 1 ქალი.