LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “გასწავლით როგორ ვამზადებ ტერფების მოსავლელ ხსნარს”- მაია ასათიანი

1072
BeFunky-collage - 2022-10-25T004154.963

ტელეწამყვანი მაია ასათიანი საკუთარ გამომწერებს ფეხის ტერფების მოსავლელი საშუალების რეცეპტს უზიარებს.

ასათიანის სიტყვებით, ეს საშუალება საკმაოდ ეფექტურია და ფეხზე კანის დაბერებას უშლის ხელს.

“იმდენი წერილი მივიღე, კაი ხანია ამდენი შეტყობინება არ შემომსვლია. განსაკუთრებით ბევრი კითხულობდა ტერფების მოსავლელ ხსნარს როგორ ვამზადებ. არანაირი მომზადება არ უნდა, უმარტივესია და ყველაზე ეფექტური. არასდროს არ დაგიბერდებათ ფეხზე კანი. ერთმა ძალიან ჭკვიანმა და მოვლილმა ქალმა მასწავლა. ეგეთი რამეები ძალიან მიყვარს. მოკლედ აფთიაქში მიდიხართ და ყიდულობთ გლიცერინსა და ნიშადურის სპირტს. ამ ნიშადურს საძაგელი სუნი აქვს. არ შეიმჩნიოთ, ძალიან მალე ორთქლდება. 1/3 ნიშადური და 2/3 გლიცერინი, ასეთია რაოდენობა. კვირაში ერთხელ და ორჯერ უნდა გამოიყენოთ. წესი ეგეთია ფეხს გააჩნია. სუნმა არ შეგაშინოთ”, – საუბრობს მაია ასათიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g