თუ გსურთ მოკლე დროში გახდომა ან უბრალოდ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ამაში ექიმ ფილიპ გოგლიას რჩევები დაგეხმარებათ, რომლის წყალობითაც დებმა კლარდაშიანებმა რეკორდულად მოკლე დროში ზედმეტი კილოგრამები მოიცილეს.
უარი რძის პროდუქტებს
უპირველესად, ფილიპ გოგლია გირჩევთ, აკრძალოთ რძის პროდუქტები, მაგალითად კი ქლოე კარდაშიანი მოჰყავს, რომელმაც ერთ თვეში 5 კილოგრამი მარტო იმით მოიკლო, რომ ყოველ დღე რძის სმა შეწყვიტა.
„რძის პროდუქტები ნეგატიურად აისახებ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, იწვევს შებერილობას, რის შედეგადაც ორგანიზმში დიდი დოზით ჟანგბადი რჩება, რაც საბოლოოდ არამარტო წონაზე, არამედ კანის მდგომარეობაზეც აისახება“.
„დაემშვიდობეთ“ პურს
ბუნებრივია, სხვა სახის გამომცხვარი ნაწარმიც უნდა დაივიწყოთ. რაც შეეხება შვრიას და ბრინჯს, გოგლია მას ზომიერების ფარგლებში გირჩევთ.
უარი თქვით სპორტულ სასმელებზე და ფიტნეს-ბატონებზე
ვისაც ზემდეტი კილოგრამების მოშორება უნდა, სპორტული დანამატები უნდა დაივიწყონ, რადგან ბევრი მათგანი შეიცავს ნატრიუმს და შაქარს, ასევე კოფეინს, ამასთან, ენერგია, რომელიც სხეულს ამ გზით მიეწოდება, მაინც არ არის საკმარისი.
არ ენდოთ დაბალცხიმიან პროდუქტებს
ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა სწორედ ის არის, რომ როდესაც გახდომას გადაწყვეტენ, ადამიანები აქცენტს სწორედ ასეთ პროდუქტებზე აკეთებენ. არ ენდოთ დიეტურ პროდუქტს, რადგან ის აუცილებლად შემცვლელს შეიცავს, რაც თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს.
დიახ – ცილებს ვახშამზე
ვახშამზე მთლიანად უნდა გამორიცხოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები თუ არ გსურთ, რომ ის ცხიმში გადაიზარდოს.
მიიღეთ ცილები, მაგალითად თევზის სახით.
მოიმარაგეთ ნუში
მიუხედავად იმისა, რომ თხილეული საკმაოდ კალორიულად ითვლება, მისი რაციონიდან ამოღება არ შეიძლება, მთავარია სწორად გადაანაწილოთ მისი მიღება.
მაგალითად, ვარჯიშის წინ ნუში და ხილი ენერგიას 90 წუთით გაგიხანგრძლივებთ.
წყალი- წარმატების საწინდარი
ნებისმიერი დიეტის საფუძველი – წყალია. სხეულის თითოეულ კილოგრამს 50 მილილიტრი წყალი სჭირდება. ამასთან, ის ტოქსინებს გამოდევნის თქვენი ორგანიზმიდან და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს.
და ბოლოს!
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა წონის რეგულირებისთვის, მოიპოვება რამდენიმე კანონი, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე ვრცელდება:
არსებობს წესები, რომლებიც ჯანსაღ კვებას წარმოადგენს და ის ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა, მაგალითად, შეიტანეთ კვების რაციონში თევზი, ხორცი, ბრინჯი, ხილი და ბოსტნეული და შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

