LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გათბობის ყოველთვიური გადასახადები, შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს – გერმანია

161
ed3402a2aadc4bf998d7d226b5de3f6d

გათბობის ყოველთვიური გადასახადები მომავალ წელს, შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს რუსული გაზის იმპორტის შემცირების გამო, – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. მისი თქმით, მაღალი ხარჯების შესამსუბუქებლად შესაძლებელია კომპანიების სუბსიდირება განხორციელდეს, ან სახელმწიფომ დახმარება შესთავაზოს მათ, ვისაც არ შეუძლია გაზრდილი ფასების გადახდა.

„ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, გერმანია გააგრძელებს გაზის მიღებას ნორვეგიიდან და ბელგიისა და ჰოლანდიის ტერმინალებიდან და მალე, პირდაპირ გერმანიის სანაპიროზე მდებარე ტერმინალებიდან“, – აღნიშნა გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g