მანამ, სანამ ორლანდო ბლუმი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში თავისუფლებით ტკბებოდა და გაცხარებული ფლირტით იყო დაკავებული, მისმა ექს-პარტნიორმა, კეტი პერიმ თავი სამხრეთ ავსტრალიის ვენახებს შეაფარა.
სასტუმრო The Louise-ში ცნობილია თავისი პანორამული ხედებითა და უმაღლესი ხარისხის ღვინოებით, იდეალური ადგილი მათთვის, ვისაც გატეხილი გულის მოშუშება სჭირდება.
თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლის არტისტი რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა.
წყაროს ცნობით, კეტიმ მეგობრებს ჯერ კიდე იანვარში უთხრა, რომ ის უკვე მარტოხელა ქალი იყო და მარტო ცხოვრობდა. უთანხმოება პერის კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობამაც გამოიწვია. კიდევ ერთ მიზეზად მიზეზად პერის ახალი ალბომის წარუმატებლობა სახელდება.
შეგახსენებთ, წყვილი 2019 წლის, ვალენტინობის დღეს დაინიშნა. მათ 2020 წელს ქალიშვილი, დეიზი შეეძინათ.






