LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუფრთხილდით დანაზოგს, გადასახლდით სოფელში – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

1115
ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პანდემიის გამო მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსებში იქნება.

მისი თქმით, გამოსავალი სოფელში დასახლებაა.

“ვაქცინა როდის შემოვა, არავინ იცის…ნუ ატყუებენ ხალხს…ჩინური ვაქცინა არ უნდა შემოიტანონ”

„გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან ამაზე ძვირფასი, ახლა არაფერი გაგვაჩნია. გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან. მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება. საქართველოში, თითქმის ყველას აქვს სოფელი, ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში. დაფიქრდით, როგორ დროში გვიწევს ცხოვრება.

ახლა ფუფუნების დრო არ არის, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, ნაკლები დანახარჯით, როგორ გავიტანოთ თავი და მოვიგოთ დრო. ვიღაცა შემოგვიტანს ვაქცინას, ვიღაცა გვაჩუქებს ვაქცინას, როგორც ყველა ღარიბი ქვეყნები მიიღებს ვაქცინას, ისე მიიღებს საქართველოც“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g