LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუგებარი და მიუღებელი იყო ის მიზეზი, რის გამოც გახარია გადადგა. ეს იყო საკუთარი გუნდისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა: სამხარაძე

38
ნიკოლოზ სამხარაძე

“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავცელებულ განცხადებას პოლიტიკური სპექტრი აფასებს.

გახარია არ უნდა განვიხილოთ როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა და უნდა ვიყოთ მობილიზებულები: ბოკერია

მათ შორის არის უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილისგან ამ წერილის გამოქვეყნება მნიშვნელოვანი იყო, რათა საზოგადოებაში აღარ არსებობდეს ეჭვები და სპეკულაციები შეწყდეს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, გაუგებარი იყო ის მიზეზი, რის გამოც გახარია გადადგა, ეს იყო საკუთარი გუნდისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა და რომ სწორედ ეს პათოსია ივანიშვილის წერილშიც:

“როდესაც გახარია გადადგა, ვთქვი, რომ ეს იყო ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ის მიზეზი, რის გამოც ის გადადგა. ეს იყო თავისი გუნდისთვის ზურგში ლახვარის ჩაცემა. დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილში იგივე პათოსია.

გახარიას განცხადება არის ტაქტიკური გზავნილი წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ყველა პარტია თვითონ ირჩევს თავისი წინასაარჩვნო ტაქტიკას და მეთოდებს. გიორგი გახარია არჩევნებისთვის ემზადება, შესაბამისად, მას სჭირდება მობილიზება, რომ მინიმალური შედეგი მაინც დადოს და ეს განცხადებაც აქედან გამომდინარეა.” – თქვა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. მან უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია და აღნიშნა, რომ გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g