LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუგებარია უწყებაში ჩემი დაბარება… ფონს ქმნიან, რომ მუშაობენ“ – ვახო სანაიამ პოლიციაში დაკითხვაზე უარი განაცხადა

73
ვახო სანაია 1

„გაუგებარია უწყებაში ჩემი დაბარება… ფონს ქმნიან, რომ მუშაობენ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ კოლეგებს პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე განუცხადა, სადაც იგი გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ამდენად, ამ პროცესში – პოლიციაში გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც სანაიამ ჟურნალისტებს დიღმის სამმართველოში შესვლამდე განუცხადა, მას განუმარტეს, რომ კითხვები 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ.

„დამიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, რა საკითხზე უნდა მოვსულიყავი, ამიტომ რამდენჯერმე ჩავეკითხე და მითხრეს, რომ 5 ივლისთან დაკავშირებით.

ცოტა გაუგებარია – ვინც დასაბარებელია 5 ივლისთან დაკავშირებით, ისინი უნდა დაიბარონ და მეტიც, დააკავონ კიდეც. ჩადენილი დანაშაულის კადრები აქვთ. ორგანიზატორები ვინც იყვნენ, მათ იბარებენ და უშვებენ. მგონია, რომ თითქოს ფონს ქმნიან, რომ მუშაობენ. ჩემ გარდა რამდენიმე ჩემი კოლეგა დაიბარეს, ის ადამიანები, რომლებიც აქციების დროს ვაქტიურობდით“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g