სოციალურ ქსელებში ვრცელდება ემოციური ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უშბაზე ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის ნიკო ფალიანის მეგობარი, მისი ახალშობილი ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებით კედელზე წარწერას აკეთებს:
„გაუმარჯოს! კონსტანტინე ფალიანი – ნიკოს ძე. 23/07/2025 – დღე, როცა ტკივილს ბედნიერება და სიხარული დაემატა!“
29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს 22 მაისს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.