გაუქმდება თუ არა, დღეს, თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 19:00 საათზე ჩანიშნული ფრენა, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი” ახორციელებს – ამ კითხვით „ფორტუნამ“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ დარეკა. მათი თქმით, „დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი გახსნილია და ამ წუთებისთვის არსებული მონაცემებით, ფრენა არ გაუქმებულა, ის კვლავ ჩანიშნულია და სრულდება.
შეგახსენებთ, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელმაც ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად მუშაობა შეაჩერა, რეისების მიღება უკვე განაახლა. ამის შესახებ ებრაული მედიასაშუალებები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი უკვე ახორციელებს რეისების მიღებასა და გაშვებას.