LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

72
ceskoarchevnebi

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე მთავარ მოთხოვნად 2020 წლამდე მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აყენებეს.

იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ პროპორციულ სისტემას არ დატოვებს, ოპოზიცია შეხვედრების ამ ფორმატს ბოიკოტს გამოუცხადებს.

„თუ ხელისუფლება გადაწყვეტს განახორციელოს მხოლოდ კოსმეტიკური, ფასადური ცვლილებები და მიიღოს ის, რაც მას აწყობს, ბუნებრივია ეს იქნება ფარსი, რომელშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შეყვება ხელისუფლებას. ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც შეიძლება შესრულდეს, არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა”,- აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ.

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მას იმედი აქვს,რომ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს გადადგამს და საარჩევნო სისტემას შეცვლის.

„ყველაფერზე სამსჯელოდ მზად ვართ, მას შემდეგ, რაც მოხდება სისტემური ცვლილება და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. ვფიქრობ, თუ ხელისუფლებას ექნება პოლიტიკური ნება, შევა საკონსტიტუციო ცვლილება და გადავალთ ახალ სისტემაზე. ეს არის ეუთოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც და მჯერა, ის რაც კარგი იქნება 2024 წლისთვის, კარგი იქნება 2020 წელსაც, ვგულისხმობ მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლას“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

magti 5g