კვირას, 27 მაისს, ევორპის მოედანზე კლუბ “ბასიანისა” და 35-მდე სხვა დაწესებულების აქციის ფეისბუკ ივენთი წაიშალა. კლუბ Bassiani-ს ოფიციალურ გვერდზე აცხადებენ, რომ ღონისძიება მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით გაუქმდა:
“მეგობრებო გაურკვეველი მიზეზით და ორგანიზატორებისგან დამოუკიდებლად 27 მაისის ღონისძიება “ბრძოლა ბასიანისთვის” წაიშალა. გვიჭირს წინასწარ ვინმეს დადანაშაულება და ხელის დადება, ვცდილობთ გამოვიკვლიოთ თუ რა მოხდა და რაშია საქმე” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
https://www.facebook.com/bassiani/posts/2022029084724097