LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუთენდა რუსეთს შავი ორშაბათი, საფონდო ბირჟები ჩამოეშალათ – რომან გოცირიძე

107
gociridze

„გაუთენდა რუსეთს შავი ორშაბათი. საფონდო ბირჟები ჩამოეშალათ, გახსნასაც კი ვერ ბედავენ“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს. მისივე თქმით, რუბლიც მკვეთრად ეცემა.

„საფონდო ბირჟები მხოლოდ სამ საათზე გაიხსნებაო და თანაც უცხოელებს აეკრძალებათ რუსულ კომპანიებში მათი წილების გაყიდვა. მხოლოდ რუსები ივაჭრებენ და იმათაც ექნებათ ბრძანება, რომ “ზომიერად” იფაფხურონ. რუბლიც მკვეთრად ეცემა. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ამავე თემაზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გუშინაც საუბრობდა. „ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე. დღეს კვირაა და ბევრი ხვალ გაიგებს, რა უბედურება დაატყდათ თავს. მიუხედავად იმისა, რომ „სვიფტს“ რამდენიმე დღეში გაუთიშავენ, თანაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბანკს, თავად ამ ინფორმაციას მოჰყვება შესაბამისი  შედეგები. ე.წ. მოლოდინებიც კი მძიმე იქნება. რუსეთში სულ 335 ბანკია. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უმეტესობას ჯერ არ შეეხებიან, თუ გავითვალისწინებთ რა აქტივებს ფლობენ და რა როლი უკავიათ რუსეთის ეკონომიკაში იმ ბანკებს, რომლებსაც სანქციები შეეხო, ფინანსური შოკი გარდაუვალია“, – ამბობდა გუშინ რომან გოცირიძე.

„სანქციები მუშაობს, ეს გამოიწვევს ოკუპანტის 5-10%-იან ეკონომიკურ ვარდნას“ – კიდევ რა მოჰყვება SWIFT-იდან რუსეთის ჩახსნას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g