სანდრო ბაჯელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
დახმარების თხოვნით საზოგადოებას სანდროს დედა მიმართავს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მშობელი ამბობს, რომ ბავშვს საზღვარგარეთ კვლევების მკურნალობა და ოპერაციული ჩარევა ესაჭიროება, რისი ფინანსური რესურსიც ოჯახს არ გააჩნია.
„გავერთიანდეთ სანდროსთვის! ჩემი შვილი სანდრო ბაჯელიძე დაიბადა თანდაყოლილი პათოლოგიებით. საქართველოში მკურნალობამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. ჩატარებული აქვს რამდენიმე ოპერაცია. მას აქვს მენჯ-ბარძაყის პათოლოგია, ხერხემლის სქოლიოზი, ცალი ფეხი ტერფმრუდი აქვს. მუხლს ქვემოთ ფეხები ატროფირებული აქვს. დადის ძალიან ცუდად, დიდი ძალისხმევის შედეგად. ძვლების გამკვრივებას ხელს უშლის გენეტიკური დაავადება ჰიპოფოსფატაზია. საჭიროებს საზღვარგარეთ კვლევების ჩატარებას, მკურნალობას და ოპერაციულ ჩარევასაც. სანდრო უკვე სკოლაში მიდის და სულ კითხულობს: როდის გავივლი მეც სხვა ბავშვებივით და როდის შევძლებ ფეხბურთის თამაშს? მიმღები-დედა, ფაცა სიხარულიძე. GE60BG0000000609760354 -საქართველო.
GE80TB7918845064300093-თიბისი. მობილური – 577206346“, წერს სანდროს დედა სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ გვერდზე „დავეხმაროთ სანდროს“.