23 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ნათია ქველაძე სტუმრობდა, რომელმაც საახალწლო სამზადისზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევარზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „არ დაგივიწყებ“ პრემიერა შედგა.
ნათია, როგორ შეაჯამებდი 2022 წელს და როგორია წინასაახალწლო განწყობა?
მშვენიერი განწყობა მაქვს და მშვენიერი წელი იყო ნამდვილად. კარგი წელი იყო შემოქმედებითად, მაქვს სიახლეები.
როგორ ემზადები ახალი წლისთვის, ითვალისწინებ ასტროლოგების რჩევებს?
კი, ვითვალისწინებ. ნაძვის ხე ჯერ არ მომირთავს, მხოლოდ ნათურები გამოვფინე და ფანჯრებზე ფიფქები და რაღაცები მივაწებე.
რაიმე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?
კი, როგორ არა, ისევე როგორც ყველა, მეც იგივე ტრადიციებით შემოვიფარგლები, საახალწლო სუფრა და პოზიტიური განწყობა. 31 დეკემბერს საკმაოდ დატვირთული დღე მაქვს, მოგეხსენებათ, გორში გავხსენი სტუდია და ბავშვები გამყავს კონცერტზე. ვიქმნით განწყობას წინასაახალწლო კონცერტით, რომელიც ღია ცის ქვეშ ქალაქის ცენტრში ჩატარდება.
როგორია სამომავლო გეგმები?
ერთ-ერთ არხზე ვაპირებ გადაცემის გაკეთებას, მუსიკალური გადაცემის წამყვანად მოგევლინებით. რა თქმა უნდა, იქნება ახალი სიმღერებიც.
როგორია ისტორია სიმღერისა „არ დაგივიწყებ“ ?
გავიცანი ნანა ბადუაშვილი, ძალიან კარგი პოეტი, რომელსაც ძალიან ლამაზი ლექსები აქვს. მაჩუქა წიგნი და იმ საღამოს სახლში რომ მივედი, რამდენიმე ლექსი წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მომივიდა მუზა, რომ მის ლექსზე სიმღერა შემექმნა. სიმღერა ცირა ბზიშვილთან ჩაიწერა, ძალიან დიდი მადლობა მას, მართლა ძალიან ლამაზი არანჟირება გააკეთა.
ნათია ქველაძე – არ დაგივიწყებ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნათია ქველაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი