გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს, რატომღაც მიმალავენ. გუშინ საღამოს რომ ვიყავი, დამცხრალი იყო, რაღაცები დამადესო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.
„წნევა ჰქონდა მაღალი, არადა საერთოდ არ აქვს მაღალი წნევა – შეიძლება ამის ბრალი იყო ან საერთო სისუსტის. პირადად ჩემი მოლოდინია, რომ ყველა ამ დიაგნოზზე დაყრდნობით სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება – ეს არის ძალიან სასწრაფო, რადგან ადამიანი ვერ ჭამს. მეც ვარ იმის მოწმე, რომ უნდა, მაგრამ ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. ორი ლუკმაც პრობლემაა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.