ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რამაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს მისი მკვლელობის ტოლფასია“,-ამის შესახებ უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ 3 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, მას დასიებული აქვს სახე და ტანი, აქვს კანის პრობელმა – გამონაყარი ნერვიული მდგომარეობის გამო. ასევე ხედვის პრობლემები, დაუვარდა ჰემოგლობინი.
„მე ვამჩნევ რომ ის ცუდადაა. რა თქმა უნდა, ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე, მაშფოთებს ეს ყველაფერი. ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რამაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს მისი მკვლელობის ტოლფასია“.
ლიზა იასკოს თქმით, 50 დღიანი შიმშილობის ფონზე, წესით, მას ორჯერ მეტი დრო სჭირდება რეაბილიტაციას და მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება.