ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში, Forbes საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Forbes-ის ჟურნალისტმა სტეფან რაბიმოვმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს ქართული ხელოვნება, საქართველოს მუზეუმები და გალერეები გააცნო.
სტატიის ავტორის თქმით, თბილისის მუზეუმები ტურისტებით გადატვირთული არ არის, თუმცა საქართველოს გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ხელოვანების ახალი თაობით.
სტატიაში აღწერილია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც სტეფან რაბიმოვის თქმით 300 ათასი უნიკალური ნივთი ინახება. ეს არის საქართველოს თეატრის, კინოს, ოპერისა და ბალეტის პოსტერები, ჩანაწერები, წიგნები, ფოტოები და ა.შ.
„შვიდ საოცრებას შორის მარტვილის კანიონს დავასახელებდი“ - რას წერს National Geographic სამეგრელოზე
National Geographic-მა მკითხველს საქართველო ყველა ტურისტული მიმართულებით გააცნო
Forbes სტატიაში აღწერილია მუზეუმში დაცული მე-16, მე-17 საუკუნეების სპარსული მინიატურები, მე-18 საუკუნის ფრანგული გრავიურები, ცნობილი მხატვრების: ლეონ ბაკსტის, ალექსანდრე ბენუას, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვების ნახატები და გრაფიკული ნამუშევრები. მუზეუმის შენობა მე-19 საუკუნეში გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბერგმა ააშენა და სიყვარულის ნიშნად ქართველ ქალს აგრაფინა ჯაფარიძეს მიუძღვნა.
სტატიაში აღწერილია დიმიტრი შველიძის ეროვნული გალერეა, სადაც ცნობილი ქართველი ხელოვნების ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და იაკობ ნიკოლაძის ნახატები და სკულპტურებია დაცული.
Forbes-ის სტატიაში აღწერილია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.