გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. დღეს, 14:00 საათზე ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, ეხება თუ არა აღნიშნული ბრიფინგი გავრცელებულ ინფორმაციას.
ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.
მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას კი, ახალი თავმჯდომარე დაასახელებს.