LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით ბათუმში, სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა – შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

212
ჩვილი სამშობიარო

ბათუმში მცხოვრები ოჯახი, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ექიმს ორსული ქალის არასწორ მკურნალობაში, დაგვიანებულ რეაგირებასა და  ჩვილის დაღუპვაში ადანაშაულებს – ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპული ჩვილის ოჯახის წევრი ამბობს, რომ უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს.

„ისიც ძლივს გადაარჩინეს. ჩვენ გავიგეთ ისიც, რომ ეს ექიმი კლინიკა ბმს-ში მუშაობდა, იქ სამშობიარო ბლოკი დაიხურა. რატომ გააგრძელა მან სხვა კლინიკაში მუშაობა, შენობის გამო ხომ არ იღუპებიან პაციენტები? – ჩვენ დროულ გამოძიებას და ექიმის დასჯას ვითხოვთ“ – ამბობს გიული გაბიტაძე, დაღუპული ბავშვის მამიდა.

„ბათუმელების“ ცნობით, იაშვილის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში ამბობენ, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება

რადიო „ფორტუნა“შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათი ცნობით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს  გაუფრთხილებლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g