ე.წ. ღორის გრიპით მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას გრიპის ვირუსთან ერთად “წითელაც” ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობის გართულება გამოიწვია. ბავშვის ასაკს ჯანდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვი ჩვილია.
ცნობისთვის, ეს ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ბავშვებში. ამ დრომდე, H1N1-ის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 16 შემთხვევა ფიქსირდება.