LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, კალაძე ოჯახთან და ძმაკაცებთან ერთად დუბაიში ისვენებდა

2591
121212

თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში, 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დედაქალაქის მერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

სასტუმროს ჯავშნის მიხედვით, დუბაიში ერთკვირიან ტურში კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მასთან ერთად იყვნენ – წინა მოწვევის პარლამენტის და კალაძის გუნდის წევრი ივლიანე წულაია ოჯახთან ერთად და დეპუტატი ლევან კობიაშვილი ოჯახთან ერთად.

კალაძე-კობიაშვილი-წულაიას დუბაიში დასვენება მკაცრად გასაიდუმლოებულია. მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ თითოეული მათგანის ერთკვირიანი ვოიაჟის ღირებულება ოჯახთან ერთად, სასტუმრო One & Only-ის ლუქსის ტიპის ნომერში, 39 067 დირჰამია, რაც ქართულ ვალუტაში 36 427 ლარია.

დედაქალაქის მერიაში ფორმულას უთხრეს, რომ კახა კალაძე შვებულებაში არ იმყოფება და ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. წასვლის შესახებ კალაძემ თავად, ერთი კვირის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თუმცა სად იმყოფებოდა არ უთქვამს.

magti 5g