გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი მკურნალობა და მედიკოსები ახალგაზრდა ქალის მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
