LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვი: არ დავუშვებთ NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოსა და უკრაინაში

93
20180920115715

ნატოში აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება რუსეთის მტკივნეულ წერტილებზე მუდმივად დაბიჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს სამხედრო პასუხის გაცემა მოუწევს, – ამის შესახებ სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე ვენის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ გავრილოვმა ტელეკომპანია Russia 24-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინაში NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას.

„ნატოში ყველას კარგად ესმის, რომ აუცილებელია კონკრეტული პოლიტიკური ქმედებების განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალტერნატივა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო პასუხებია“, – განაცხადა კონსტანტინ გავრილოვმა.

პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტები, სადაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები