თელავში, ალაზნის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სხვა პირების დაზარალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
შემთხვევა გაზგასამართ სადგურზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა. დაღუპული, აღნიშნული ავტომობილის მძღოლია. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის ადგილას მასთან ერთად სხვა ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
საპატრულო პოლიციასთან ერთად ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
1200 ლიტრი დიზელის საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა