LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს, მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას – “თბილისი ენერჯი” მოსახლეობას აფრთხილებს

133
ბუნებრივი  აირი

კომპანია „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გაზის წვისას, ყურადღება ალის ფერს მიაქციონ. კომპანიის განცხადებით, მისი ყვითელი შეფერილობა CO-ს დაგროვებაზე მიანიშნებს.

„გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს დაგროვებას. CO კლავს!

გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა“, — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g