საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და “გაზპრომის” ხელმძღვანელობის სამომავლო შეხვედრის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა, თუ როდის გაიმარტება მოლაპარაკებები. მისივე თქმით, როცა ეს გდაწყდება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
კახა კალაძის განცხადებით, ”გაზპრომის” წინააღმდეგ გამართული აქციები ”ნაციონალური მოძრაობის” მიერაა ორგანიზებული.
”მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც დღეს უკვე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან. მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში” – განაცხადა კახა კალაძემ.
ენერეგტიკის მინისტრის ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები სატრანზიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყოველწლიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველო ყოველწლიურად გატარებული გაზის 10% იღებს.
