LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა

115

საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგები წარადგინა.

ანგარიშით დასტურება სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე 210-280 მლნ კუბური მეტრი ტევადობის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობა.

ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, პროექტი ორ ეტეპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება დამატებითი გეოლოგიური და სხვა ტიპის ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, შემდეგ კი შედგება საბოლოო პროექტი და ტენდერის შედეგად გამოვლენილი სამშენებლო კომპანია მშენებლობას დაიწყებს.

მისივე განმარტებით, გაზსაცავის მშენებლობის ზუსტ ღირებულებას დამატებითი კვლევები აჩვენებს, თუმცა მისი მიახლოებითი ღირებულება 250 მლნ დოლარია, რომლისთვისაც დაფინანსებას ნავთობის და გაზის კორპორაცია კორპორაცია საერთაშორისო საფინანასო ინსტიტუტებიდან  მოიზიდავს.

”პარალელურად მიმდინარეობს ობლიგაციების რეფინანსირება. მომავალ კვირაში დასრულდება ეს პროცესი  ლონდონის საფონზდო ბირჟაზე. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ რომ უფრო იაფი დაფინასება ვიშოვოთ ამ პროექტისთვის. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან. მათ შორის KFW-სთან, EBRD-თან, ADB-სთან. ასევე, ჩინურ ბანკებთან და კომაპნია ”სოკართანაც”, რომელსაც სურს ფული ჩადოს ამ პროექტში” – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

ანგარიში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანია „ჯეოსტოკმა“ მოამზადა, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კოპორაციამ 2015 წლის ივნისში გააფორმა.

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზსაცავი საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას აამაღლებს.

”ნებისმიერ დამოუკიდებელ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას აქვს გაზსაცავი, რომელიც მისი ეკონომიკური სოციალური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ვიყოთ რეგიონში ძლიერი და დამოუკიდებელი მოთამაშე. საქართველოში ძალიან დიდია დისბალანსი გაზაფხულ-ზაფხულსა და ზამთრის პერიოდში გაზის მოხმარებას შორის. გაზსაცავი მოგვცემს შესაძლებლობას ეს პრობლემა აღმოიფხვრას” – განაცხადა კალაძემ.

პოპულალურები