ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა – „თბილისი ენერჯის” მიერ გვიან ღამით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ „მესამე პირის“ მიერ დაზიანდა.
„500 მმ იანი ცენტრალური გაზსადენი ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში, სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე გაზმომარაგების აღდგენა დღეს, დღის პირველ ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება.
„გაზის მიწოდების აღდგენა 10 თებერვალს, დღის პირველი ნახევრიდან დაიწყება და ავარიის მასშტაბის გათვალისწინებით პროცესი 11 თებერვლის დღის ბოლომდე დასრულდება. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გაზმომარაგების აღდგენა რთული პროცესია და უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროს მოითხოვს.
ავარიის მასშტაბისა და გათიშული აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ცდილობენ გაზმომარაგების დროულად აღდგენას. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
📣 ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა 150…
Posted by თბილისი ენერჯი • Tbilisi Energy on კვირა, 09 თებერვალი, 2025