თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting – საერთაშორისო მენეჯმენტ-საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თანამშრომლობითი მიდგომით მხარს უჭერს პარტნიორების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვას, ბიზნესპროცესების სტანდარტიზაციასა და გაციფრულებას.
კომპანიები GEC Consulting-ს მაშინ აკითხავენ, როცა სწრაფი ზრდის მართვა სჭირდებათ, ეფექტიანობის გაზრდას ცდილობენ ან პროცესების სტრუქტურირებას და სტანდარტიზაციის შესაძლებლობებს ეძებენ, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე.
წლების განმავლობაში GEC Consulting-ს უკვე 200-მდე პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორისაა პარტნიორი ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარება, ბიზნეს ანალიტიკა და პროცესების ოპტიმიზაცია.
„ჩვენი პროექტები ყოველთვის პარტნიორი კომპანიის საჭიროებებზეა მორგებული. ინდივიდუალური და თანაშექმნითი (co-creation) მიდგომით, მენეჯმენტთან ერთად ვქმნით სტრატეგიებს, ვაანალიზებთ შესაძლებლობებს და ვგეგმავთ ნაბიჯებს პარტნიორი კომპანიის წინსვლისთვის“, – ამბობს გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის დამფუძნებელი.
საკუთარი საქმიანობის განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა GEC Consulting-ისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორების მხარდაჭერა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სათანადო გარემოს შექმნა იყო, რომელიც ოფისის შეძენით განხორციელდა. ამ პროცესში მათ ფინანსური მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია.
GEC Consulting-სა და თიბისი ბიზნესს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. გიორგი სიმონგულაშვილი უკვე რამდენიმე წელია TBC Awards-ის ჟიურის წევრია, ასევე, ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების ქოუჩ მენტორი. ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ღირებული აღმოჩნდა და როგორც გიორგი ამბობს, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
(R)