LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეფიცებით, უბედნიერესი ვარ, რომ ამხელა ყურადღება დავიმსახურეთ, ძალიან ვღელავდი რვაწლიანი სიჩუმით – თაკო ჩარკვიანი

233
თაკო-ჩარკვიანი-1

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერ არასწორს ველი ამ ტიპის ოლიგარქიული მართვის ხელისუფლებისგან, ჩემთვის მაინც გასაკვირი იყო, რომ 5 წუთის წასული არ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ასეთ ხისტ განცხადებას გააკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი, – ასე გამოეხმაურა “ფორტუნას” ეთერში “სტარტეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია კვლავ დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა, ხოლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს საკითხი არ განიხილება და “წითელი ხაზია”.

როგორც თაკო ჩარკვიანმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მიეცეს, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაში ცვლილებებს შეიტანს.

“მაქსიმალურად ვიცავთ ყველაფერს. ველოდებით ხვალინდელ დღეს. იცით, ჩემი პოზიცია, პიკეტირებაზე უარის თქმა არის აბსოლუტური სეცდომა და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. უბრალოდ ჩვენ არ მივცემთ საბაბს და სალაპარაკოს ისეთ პრემიერ, როგორიც ღარიბაშვილია, რომ რაიმე მოიმიზეზოს. 13 მარტის აქციაც ძალაში რჩება, უბრალოდ ველოდებით ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებს”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი და გუშინდელი შეხვედრაც შეაფასა.

“ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრებს, რომ თავი დავანებოთ, გეფიცებით, შეიძლება ღიმილისმომგვრელი იყოს და გულუბრყვილო, მაგრამ არ შემიძლია საზოგადოებას არ ვუთხრა, ძალიან გამიხარდა, რომ საერთოდ, ამხელა ყურადღება დაუთმეს ჩემს ქვეყანას. ძალიან ვღელავდი რვაწლიანი სიჩუმით. როგორ ჩამოგვაცილეს ყველაფერს, დასავლეთს, ისე ვნერვიულობდი. ცუდი თუ როგორი მიზეზიც არ უნდა იყოს უბედნიერესი ვარ, რომ ამხელა ყურადღება დაიმსახურა და გამოიწვია საქართველომ დასავლეთის მხრიდან.

ამ თვალსაზრისით მიხარია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა და მედიაციაში გადავიდა. ძალიან საინტერესო თემაა” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები