სომხური მედიის ცნობით, გეგარკუნკის მხარეში, აზერბაიჯანელებმა რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწიეს.
სოფელ ვერინ შორჟას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არტემ ერანოსიანის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ 300-400 მეტრით წაიწია წინ ვარდენისის პლატოს მარცხენა მხარეს, რომელიც მანამდე თავისუფალ ზონად იყო გამოცხადებული.
მისი თქმით, აღნიშნულ ადგილას აზერბაიჯანული მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე, აზერბაიჯანის ძალების მხრიდან დაძაბულობისა და აგრესიულობის ტენდენცია შეინიშნება. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ეროვნული უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და სომხურ-რუსული სტრატეგიული სისტემის საპასუხო პროცედურებს სულ უფრო ააქტიურებს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს და ვარდენისის მიმართულებით 500 მეტრით წინ წაიწიეს.