LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გეგულებათ რომელიმე ქვეყანა ევროპაში, სადაც მეორე ტურში გადასული პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონ ბიძინას პინგვინივით მიუწვდომელია”

195

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით არ პასუხობს ჟურნალისტების დასმულ კითხვებს. დღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ მეორე ტური გაიმართებოდა მის სახლთან TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მივიდნენ.

“არ დაგიბარეთ. როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ”, — უთხრა ჟურნალისტებს მან.

ზურაბიშვილის ამ პასუხს არაერთი გამოეხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში.  ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი წერს, რომ მმართველ გუნდს ნამდვილად სანერვიულოდ აქვს საქმე, რადგან  მეორე ტურში გადასული “ევროპელი” კანდიდატი 24 საათია უბრალოდ იმალება.

ნუკრი ქანთარიას რომ ჩააბარებთ დამარცხების გაპრავებას და კახა კალაძეს, რომელმაც ვერ თბილისში მოაგებინა ქ-ნ სალომეს, ვერც მილანში და, წარმოიდგინეთ, ვერც სამტრედიაში, ვერ ყოფილა საქმე კარგად.
“სალომესა” და “ევროპელის” გაიგივებას ცდილობდით ამდენი თვე და ახლა ჟურნალისტები ქუჩა-ქუჩა დასდევენ თქვენს “ევროპელს” მხოლოდ იმისთვის, რომ კომენტარზე უარი მიიღონ.
ჟურნალისტები გაუძლებენ, არ ინერვიულოთ.
მაგრამ ნამდვილად უნდა ინერვიულოთ, რომ მეორე ტურში გადასული “ევროპელი” კანდიდატი 24 საათია უბრალოდ იმალება.
გეგულებათ რომელიმე ქვეყანა ევროპაში, ან, ზოგადად, დასავლეთში, სადაც მეორე ტურში გადასული პრეზიდენტობის კანდიდატი ერთ სიტყვასაც არ ძრავს და ბატონ ბიძინას პინგვინივით მიუწვდომელია?
მე ასეთი არ მეგულება.
შემახსენეთ, თუ მეშლება, კოკას პიარს გაფიცებთ – წერს თენგო გოგოტიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g