LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგუთის ციხეში 31 აგვისტოს შემდეგ კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა – პენიტენციური სამსახური

69
1

N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები აღმოფხვრილია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებაში 31 აგვისტოს შემდეგ კოვიდ-19-ის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება.

“ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან.

მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები PCR ტესტის საშუალებით თვეში 2-ჯერ იტესტებიან.” – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

შეგახსნებთ, პენიტენციურმა სამსახურმა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ვაქცინირებულია მსჯავრდებულების 55%.

mazda magti 5g