LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ჩარკვიანი: „თუ აღმოჩნდა, რომ ტერმინალური ავადმყოფობა მაქვს, მკურნალობას არ ჩავიტარებ…“

6593
gela-charkviani-news121323321-2019-11-18-12-46-08-800463

გელა ჩარკვიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რომელიმე მძიმე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობას არ აპირებს, რადგან სიცოცხლეს არ ეპოტინება.

„სიკვდილი უფრო ადვილია, ვიდრე სიცოცხლე. სიცოცხლეს ეპოტინებიან. ჩემი ფილოსოფია ახლა ასეთია: მე სიცოცხლეს არ შევეპოტინები. თუ აღმოჩნდა, რომ ტერმინალური დაავადება მაქვს და უნდა მოვკვდე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად არანაირ მკურნალობას არ ჩავიტარებ. ეს არ ნიშნავს, რომ მედიცინას უარვყოფ. ახალგაზრდები უნდა ცდილობდნენ, რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ. მე ვლაპარაკობ უკვე ჩემი ხნის ადამიანზე. მე არ გავიგრძელებ სიცოცხლეს, მაგრამ მედიცინა რასაკვირველია, დამჭირდება კომფორტისთვის. სიკვდილი ჩემთვის არაფერია, მაგრამ ტკივილი არ მინდა. მე რომ სიცოცხლე გავიგრძელო, კიდევ უფრო მეტი სინდისის ქენჯნა მექნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g