LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა დონაძე: 14 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს… ანუკის გული სცენიდან დავიპყარი…

11
გელა-დონაძე,-ანუკი-ცქვიტინიძე

30 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „შენთან ერთად“ და „გულიდან ვერ მოგიშორე“ პრემიერა შედგა.

როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

გელა: ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ჩვენ 14 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ პატრიარქის მგალობელთა გუნდი და ბასიანი ერთად ვიყავით და ლიტვაში მივემგზავრებოდით, ანუკი კი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თურმე, ანუკის გული სცენიდან დავიპყარი. კონცერტის შემდგომ გვქონდა ვახშამი, სადაც ძალიან ლამაზი როიალი იდგა. ანუკი დაჯდა ამ როიალთან და მეც მივუცუცქდი (იცინის).

ანუკი: მანდ შევასრულეთ პირველი დუეტი, “იები”.

გელა: “იები” ვიმღერეთ და იმის მერე სულ ია-ვარდით მოფენილი გზა არის.

თქვენს შვილებს თუ აქვთ ვოკალური მონაცემები?

ანუკი: სმენა და მონაცემები აქვთ და რა იქნება, ვნახოთ. ჩვენ გვინდა, რომ მივცეთ მუსიკალური განათლება და მერე უკვე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

როგორი ისტორია აქვს სიმღერას “შენთან ერთად”, რომელიც გელას სოლო ნამუშევარია?

ანუკი: ამ ისტორიას მე მოვყვები იდეა გელას ეკუთვნის. მოვიდა წინადადებით, რომ უნდოდა სიმღერა, რომელიც მოუხდებოდა ზაფხულს, ზღვას და განწყობით ცოტა უფრო განსხვავებული იქნებოდა იმ სტილისგან, რასაც გელა ასრულებს. ჩვენმა პროდიუსერმა და მეგობარმა, ანი კავლელიშვილმა სასწრაფოდ გააკეთა ტექსტი, მე კი მუსიკა.

გელა: საზაფხულო ჰიტი გამოვიდა, ძალიან ლამაზი და კარგი ტექსტი აქვს. ახლოს არის ჩვენს რეალობასთან და ყველას გულებში შევა.

ანუკი: მადლობა ბორიკო შხიანს, რომელმაც საოცარი არანჟირება გააკეთა. ჩაიწერა მარიკა ქაცარავასთან.

ვისაუბროთ თქვენს დუეტზე, „გულიდან ვერ მოგიშორე“, რომლის პრემიერაც ასევე დღეს შედგება.

ანუკი: ლექსის ავტორი კვლავ ანია, არანჟირების ავტორი ბორიკო. სტილისტურად უფრო ქალაქური იყო და ბორიკომ უფრო გაათანამედროვა. სიმღერა მარიკა ქაცარავასთან ჩაიწერა.

როგორია სამომავლო გეგმები, გაქვთ დაგეგმილი ღონისძიებები?

გელა: 22 ივლისს საირმეში გვაქვს კონცერტი. ბევრი სიახლეა.

ანუკი: არის რაღაც გადაღებები, კონცერტები…

 

გელა დონაძე – შენთან ერთად

 

გელა დონაძე & ანუკი ცქვიტინიძე – გულიდან ვერ მოგიშორე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები