გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე უკვე რამდენიმე წელია, დამკვიდრებულ ტრადიციას არ ღალატობენ და საშობაოდ, 7 იანვარს, თავიანთი შემოქმედების გულშემატკივარს რესტორან „ოტიუმში“ იწვევენ.
ცოლ-ქმრის დუეტმა არაერთი ძველი ჰიტის ახალი ვერსია მოამზადა და საშობაო შეხვედრა მსმენელთან განსაკუთრებული იქნება.
საღამო 8 საათზე დაიწყება.
