LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელით ყველას ჩემს სამშობლოში – ნინო სურგულაძე სიცილიაში [ვიდეო]

7979
15392984_1392431234109837_6149770992039322715_o

“საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! გელით ყველას ჩემს სამშობლოში,”- ცნობილი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე კამპანიას #გაატარეზაფხულისაქართველოში შეუერთდა. 

ნინო სურგულაძე: ამაყი ვარ, რადგან ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს

"ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს"

სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ “ტაობუკის” საზეიმო გახსნის გალაკონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

“რუსეთი ცდიილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში”, – აღნიშნა სურგულაძემ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს. ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯს კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის.

ამასთან, პუტინმა ტუროპერატორებს მითითება მისცა, რომ აკრძალვის პერიოდში საქართველოს მიმართულებით ტურისტული საგზურები არ გაყიდონ. პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g